წევრობის უპირატესობები

DWV გერმანული ფირმების არა მარტო წარმომადგენელი, არამედ მათთვის სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელიცაა საქართველოში. ჩვენი სრული წევრები სარგებლობენ ბიზნეს პარტნიორებთან შუამავლობით, შეღავათიანი პირობებით მრავალ მომსახურებაზე, მათ შორის ბაზრის კვლევებზე, პერსონალის მოძიებაზე და ა.შ.

© Getty Images/Cecilie_Arcurs

DWV-ს წევრობის უპირატესობები:

კავშირები და ღონისძიებები

  • ჩვენ რეგულარულად ვმართავთ ბიზნეს ფორუმებსა და კონფერენციებს, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ავტორიტეტული პირები ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროდან. ამას გარდა, ჩვენს წევრებს შეუძლიათ დაესწრნონ ჩვენს მიერ ორგანიზებულ სემინარებს, მრგვალ მაგიდებს და ასევე, არაფორმალურ შეხვედრებს. ამ ჩამონათვალიდან რამდენიმე ტიპის ღონისძიება ექსკლუზიურად მხოლოდ წევრებისთვისაა განკუთვნილი.
  • არაერთი ჩვენი პარტნიორი DWV-ს წევრებს ფასდაკლებებსა და სხვა რიგ უპირატესობებს სთავაზობს, როგორებიცაა, ფასდაკლებები სემინარებზე, სასტუმროებზე, სადაზღვევო პაკეტებზე და ა.შ.
  • DWV-ს მეშვეობით, წევრებს აქვთ წვდომა ჩვენი მრავალრიცხოვანი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ მთელ რიგ ღონისძიებებსა და აქტივობებზე და შესაბამისად, შეუძლიათ სარგებელი მიიღონ ჩვენ მიერ ევროპისა და სამხრეთ-კავკასიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ აქტივობებში ჩართულობით.
  • ჩვენ, ყოველწლიურად, გერმანიის მთავრობასთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ორგანიზებას ვუწევთ დელეგაციების ვიზიტს და მონაწილეობას ვიღებთ არაერთ ეკონომიკურად რელევანტურ ღონისძიებებში საქართველოსა და გერმანიაში, რომელშიც მონაწილეობის მიღება, ასევე, ჩვენს წევრებსაც შეუძლიათ.
  • როგორც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), ჩვენ მეტად მოთხოვნადი ორგანიზაცია ვართ ქართული კომპანიებისთვის, თუმცა მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად, ჩვენი უპირატესი ყურადღებით ჩვენი წევრები სარგებლობენ.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მომსახურებები

  • როგორც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), ჩვენ მომსახურებას ვუწევთ გერმანულ-ქართული ბიზნეს ურთიერთობებით დაინტერესებულ კომპანიებს. სრული წევრები სარგებლობენ განსაკუთრებული ფასდაკლებებით ყველა ჩვენს მომსახურებაზე.
  • DWV-ს წევრები იღებენ სხვადასხვა სახის უსაყიდლო მხარდაჭერას გერმანიისა და საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობაში.

თქვენი კომპანიის მარკეტინგი

  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება გერმანული კომპანიების ბიზნეს მოთხოვნებს გადასცემს მის წევრ კომპანიებს. ჩვენ გაგვაჩნია პირდაპირი წვდომა გერმანელ ბიზნესმენებთან, მათ მოთხოვნებთან პროდუქტებისა და მომსახურების,ინვესტიციებისა და ფინანსური საბაზრო პროექტების შესახებ.
  • ჩვენი ღონისძიებების ფარგლებში და ჩვენს ვებ-გვერდზე სრულ წევრებს შეუძლიათ წარმოჩინდნენ და წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტი და არ გადაიხადონ ამისათვის საფასური ან ისარგებლონ ფასდაკლებით.
  • DWV-ს ბიზნეს ბიულეტენში წევრებს შეუძლიათ განათავსონ ინფორმაცია მათი პროდუქტისა და კომპანიასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ. ბიზნეს ბიულეტინს, ყოველთვიურად, ეცნობა 4.000-ზე მეტი მკითხველი.
  • DWV-ს წლიურ ანგარიშში წელიწადში ერთხელ ჩვენს წევრებს ეძლევათ საშუალება, რომ წარადგინონ თავიანთი კომპანია და წარმოჩინდნენ თავად.