გახდი წევრი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრები შეიძლება იყვნენ ქართული და გერმანული, ასევე შეიცარული და ავსტრიული კომპანიები, ორგანიზაციები თუ ინდივიდუალური პირები, რომელთაც გააჩნიათ ქართულ-გერმანული ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების ინტერესი.

© iStock.com/Saklakova

წევრობის ტიპები

ორგანიზაცია (სრული წევრი)

  • ორგანიზაციის (სრული) წევრები არიან საქართველოში, გერმანიაში ან სხვა გერმანულენოვან ქვეყანაში დარეგისტრირებული იურიდიული პირები, რომლებიც ჩაბმულნი არიან ბიზნეს აქტივობაში და მხარს უჭერენ DWV-ს მიზნებსა და ამოცანებს.
  • ორგანიზაციებს (სრული წევრები) შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ DWV-ს ყველა აქტივობაში და აქვთ ხმის მიცემის უფლება წევრთა გენერალურ ასამბლეაზე.

საქველმოქმედო ორგანიზაციები

  • საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრები არიან ორგანიზაციები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან გერმანიაში ან საქართველოში, ახორციელებენ სხვადასხვა ტრენინგებსა და საქველმოქმედო პროექტებს და ამ საქმიანობიდან მიღებულ მოგებას არ ანაწილებენ წევრებსა და დამაარსებლებს შორის.
  • საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ DWV-ს ყველა აქტივობებში და აქვთ ხმის მიცემის შეზღუდული უფლება წევრთა გენერალურ ასამბლეაზე.

ინდივიდუალური წევრები

  • ინდივიდუალური წევრები არიან გერმანიის მოქალაქეები ან სხვა ეროვნების წარმომადგენლები, რომლებსაც DWV-ს მხრიდან ენიჭება ინდივიდუალური წევრის სტატუსი.
  • ინდივიდუალური წევრები ღებულობენ DWV-ს ყველა პუბლიკაციას და შეუძლიათ DWV-ს თითქმის ყველა აქტივობაში მონაწილეობის მიღება. წევრთა გენერალურ ასამბლეაზე მათ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება.

ვიზიტორი წევრები

  • ვიზიტორი წევრები არიან იურიდიული პირები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ წამოწყებული რაიმე სახის ბიზნეს საქმიანობა საქართველოში, მაგრამ მათი სურვილია DWV-ს დახმარებით საქართველოში საქმიანი კონტაქტების მოძიება.
  • ვიზიტორი წევრები მხარს უჭერენ DWV-ის მიზნებსა და გეგმებს. .
  • ვიზიტორი წევრები ღებულობენ DWV-ს ყველა პუბლიკაციას და შეუძლიათ DWV-ს თითქმის ყველა აქტივობაში მონაწილეობის მიღება. წევრთა გენერალურ ასამბლეაზე მათ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება.

ჩვენ, როგორც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, მოხარული ვიქნებით, დაგიჭიროთ მხარი თქვენს ბიზნეს საქმიანობებში გერმანიაში/საქართველოში და დაგაინტერესოთ DWV-ის წევრობით.

თომას კიმმესვენგერი
DWV-ს აღმასრულებელი დირექტორი