„კონსტრუქტ2“-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო პარტნიორობის შეხვედრა ზესტაფონში

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), როგორც სენიორ ექსპერტთა სერვისის (SES) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 2019 წლის 6 მაისს „M2” -ის პროფესიული სასწავლებლის „კონსტრუქტ2“-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პარტნიორობის შეხვედრას ესწრებოდა ზესტაფონში.

სენიორ ექსპერტთა სერვისის (SES) პროექტის ფარგლებში პროფესიული კოლეჯი „კონსტრუქტ2“ და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მჭიდროდ თანამშრომლობენ. ამ დროისთვის ადგილზე ჩამოსულია ორი SES-ექსპერტი გერმანიიდან, რათა სასწავლებელს ახალი იდეების განხორციელებაში და სტრუქტურულად გამართვაში დაეხმაროს. შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე პროფესიული კოლეჯის ZSBD-ს დირექტორები პოლონეთიდან და ესტონეთიდან, რომელთანაც ზესტაფონში მდებარე სასწავლებელს დიდხნიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

შეხვედრის ფარგლებში, წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც სამომავლოდ ერთობლივი პროექტების რეალიზებასა და ცოდნის გაზიარებას გულისხმობს. „კონსტრუქტ2“-ის სკოლის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა და განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, ნათია გვირჯიშვილმა აღნიშნეს ასეთი კოლაბორაციის აუცილებლობა დუალური სწავლების პროცესში და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს ამჟამად „კონსტრუქტ2“ -ში მყოფი ორი SES ექსპერტის საქმიანობის მნიშვნელობას.

Back