ექსპორტი გერმანიაში

იხილეთ ზოგადი ინფორმაცია საქართველოდან გერმანიაში პროდუქციის ექსპორტის შესახებ

© iStock.com/Alija

გერმანიის ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან რეგულირდება საგარეო ვაჭრობის აქტით, საგარეო ვაჭრობის რეგულა­ციით, ევროპის საბჭოსა და კომისიის ლეგალური აქტებით. განსხვავებები დამოკიდებულია პროდუქციის სახეობაზე და ვაჭრობაზე სხვა ევროკავშირის ქვეყნებთან (შიდა ბაზარი) და მესამე ქვეყნებთან.

მესამე ქვეყნებიდან საქონლის იმპორტის დროს, მნიშვნელოვანია სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვები:

  • იმპორტის სატარიფო შეზღუდვები გამომდინა­რეობს საბაჟო კანონიდან და მოიცავს საბაჟო გადასახადს იმპორტირებულ საქონელზე.
  • არასატარიფო შეზღუდვები შეიძლება გამომდინარეობდეს საგარეო ვაჭრობის კანონიდან ან სხვა ლეგა­ლური წყაროებიდან.

იმპორტის შეზღუდვების საგარეო ვაჭრობის კანონი მოიცავს აკრძალვებს (მაგ. ემბარგო), ავტორიზაციის მოთხოვნას (მაგ. იმპორტის ავტორიზაციის მოთხოვნა გარკვეულ ტექსტილზე) და მონიტორინგის ზომებს (მაგ. დოკუმენტების მონიტორინგი რკინისა და ფოლადის პროდუქციის იმპორტის დროს).

საქონელი, რომელიც საგარეო ვაჭრობის კანონის მიხედვით ექვემდებარება ავტორიზაციას და მონიტორინგს, ასევე გარკვეულ პროცედურულ მოთხოვნებს, ჩამოთვლილია იმპორტის სიაში. ეს სია ინტეგრირებულია ელექტრონული საბაჟო ტარიფების სისტემაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ აქ.

ევროკომისიის ექსპორტის საკითხებში დახმარების პროგრამის ახალი ვერსია

ეს უფასო ონლაინ მომსახურება ძალიან მარტივად ხსნის განვითარებადი ქვეყნებისათვის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობებს. მხოლოდ რამდენიმე ღილაკზე დაჭერით, თქვენთვის ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტზე ევროკავშირის მოთხოვნილებების, გადასახადების, ტარიფების, შეღავათების, წესებისა და სტატისტიკის შესახებ.

TRADE HELPDESK