ექსპორტ-იმპორტის დაფინანსება

იხილეთ გერმანული კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ გერმანულ ექსპორტს მსოფლიო მასშტაბით.

© Getty Images/denizbayram

კომერციული დაფინანსება გერმანული კომპანია DFT Deutsche Finetrading AG-სგან

გერმანული კომპანია DFT Deutsche Finetrading AG (www.dft-ag.de) გთავაზობთ არასაბანკო დაფინანსების ახალ მოდელს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ბანკებისგან დამოუკიდებელი დაფინანსება განსხვავებული პირობებით როგორიცაა მუდმივი საკრედიტო ხაზი, ნაწილობრივი დაფინანსება, ერთჯერადი კრედიტი და სხვა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ: zaira.soloeva(at)georgien.ahk.de.

 

DEG ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში

გერმანული ინვესტიციისა და განვითარების საზოგადოება (www.deginvest.de) 50 წელზე მეტია აფინანსებს ექსპორტსა და ინვესტიციებს გერმანიიდან საქართველოსა და სხვა განვითარებად ქვეყნებში. იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება გერმანულ პროდუქტს. DEG ბანკი იძლევა გრძელვადიან კაპიტალს ბაზარზე არსებული პირობებით და კონსულტაციას უწევს კომპანიებს პროექტის ყველა ფაზაში. DEG აფინანსებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, აგრარულ, ინდუსტრიულ და საფინანსო სექტორში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდით: info(at)georgien.ahk.de.

 

AKA ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში

2012 წლიდან გერმანული AKA ბანკი (საექსპორტო კრედიტების საზოგადოება Ausfuhrkredit-Gesellschaft m.b.H., Aka Bank, www.akabank.de) აფინანსებს ექსპორტს ერთი მილიონი ევროდან ზევით გერმანიიდან საქართველოში. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით 2012 წლის გაზაფხულზე გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს ბანკთან. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდით: info(at)georgien.ahk.de.