მესე ფრანკფურტი

DWV არის მესე ფრანკფურტის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში

წარმატების რეცეპტი: მესე ფრანკფურტი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება 2012 წლის დეკემბრიდან მესე ფრანკფურტის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და სომხეთში. მესე ფრანკფურტი გლობალურად მოქმედი კომპანიაა.

მთავარი ბაზა და მენეჯმენტის ცენტრი ქალაქ ფრანკფურტში მდებარეობს. მის ჯგუფს ეკუთვნის 30 შვილობილი კომპანია, 60 საერთაშორისო პარტნიორი, წარმომადგენლობა 188 ქვეყანაში და 2.500-ზე მეტი თანამშრომელი მთელს მსოფლიოში.

2018 წელს მესე ფრანკფურტმა მსოფლიოს მასშტაბით 493 გამოფენა, კონგრესი და ღონისძიება ჩაატარა, 100.000 ექსპონენტითა და 3,8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორით თავის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეკონომიკური წარმატება გააფართოვა. მისი ბრუნვა 700 მილიონ ევროს აჭარბებს.

ისინი დაახლოებით 800 წელია სულისკვეთებითა და გამოცდილებით არიან ჩართულნი საგამოფენო ბიზნესში, ფრანკფურტში და მთელს მსოფლიოში. ავტომობილებიდან ლოგისტიკამდე, ქსოვილებიდან მუსიკამდე, ენერგოეფექტურობიდან უსაფრთხოებამდე, ლამაზი ცხოვრებისათვის განკუთვნილი საგნებიდან სილამაზის ინდუსტრიამდე - მესე ფრანკფურტის პროგრამა გამოფენების, კონგრესისა და ღონისძიებებისათვის ყოვლისმომცველია და მათი ხარისხი უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩევა.

ხაზი ესმევა უწყვეტ ოპტიმიზაციას მუდმივი ინვესტიციებით ღონისძიებებში, პროდუქტებში, ციფრულ ტექნოლოგიებში, ასევე საიტისა და მისი მოხმარების გაუმჯობესებაში.

გამოფენის ქართველმა სტუმრებმა და ექსპონენტებმა ფრანკფურტის გამოფენა წარმატებით გამოიყენეს, როგორც ნეთვორქინგის, განვითარებისა და საერთაშორისო პრეზენტაციების პლატფორმა. 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა იყო. წიგნის ბაზრობაზე საქართველოს შესახებ ჩატარდა დიდი რაოდენობით მოხსენებები, დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები, ასევე ქართული ღვინის დეგუსტაცია და ქართული სამზარეულოს პრეზენტაცია.

2018 წლის გამოფენების ქართველ მონაწილეებს მიეკუთვნებიან: ქართული ლედ სანათების მწარმოებელი კომპანია MyGPS ბრენდი MLED (Light & Building 2018), აემბი (Paperworld 2018), Kaiser Group LLC (Automechanika Frankfurt 2018) და თეგეტა მოტორსი (Automechanika Dubai 2018).

DWV–ს, საქართველოში, სომხეთსა და ფრანკფურტში წარმომადგენლობის საშუალებით რეგიონში არსებული კოპანიები მარტივად იღებენ საჭირო მხარდაჭერას. მესე ფრანკფურტში მონაწილეობა საშუალებას გაძლევთ წარადგინოთ თქვენი პროდუქტი და მომსახურება მსოფლიო ბაზარზე და მოიძიოთ პარტნიორები.

მესე ფრანკფურტის მომსახურების ფართო სპექტრის საშუალებით, ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ მხარდაჭერას თქვენი მოთხოვნების შესაბამისად!