კონტაქტი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში
რუსთაველის გამზირი №24, 0108 თბილისი

+995 32 220 5767
info(at)georgien.ahk.de

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება სომხეთში
მარშალ ბაგრამიანის გამზირი №18, 0019 ერევანი

+374 77 660 351
info(at)georgien.ahk.de

სამუშაო საათები:
ორშ. - ხუთშ.: 9 - 19 სთ
პარ.: 9 -16 სთ

 

 

სენიორ ექსპერტთა სერვისი (SES)

DWV არის „სენიორ ექსპერტთა სერვისი“-ს (SES) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

„სენიორ ექსპერტთა სერვისი“ (SES) წარმოადგენს გერმანიის ინდუსტრიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდს (Stiftung der deutschen Wirtschaft für internationale Zusammenarbeit). ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც გერმანელ ექსპერტებს აგზავნის გერმანიისა და სხვა ქვეყნების კომპანიებში კონსულტირებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ექსპერტები უსასყიდლოდ უტარებენ ტრენინგს სპეციალისტებსა და მენეჯერებს – ეს არის სისტემა, რომელიც მომგებიანია მისი ყველა წარმომადგენლისათვის.

ექსპერტები თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ მცირე და საშუალო საწარმოებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ბიზნეს ასოციაციებსა და მომსახურების სექტორებს, რომელთა შორისაც არიან სოციალური, სამედიცინო ინსტიტუტები და პროფესიული სასწავლებლები. ექსპერტებს იწვევენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მაგალითად ისეთები, როგორიც არის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit – GIZ). ექსპერტის მომსახურება გრძელდება 3 კვირიდან 6 თვემდე.

დაახლოებით 10.000 მრავალწლიანი სტაჟის მქონე კვალიფიციური ექსპერტი, რომელთაც უკვე დაასრულეს თავიანთი სამსახურეობრივი მოღვაწეობა და აგრძელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას SES პროექტის ფარგლებში, მზად არის მომსახურება გაგიწიოთ 50 სახის საქმიანობის სფეროში. ექსპერტის მოწვევისათვის აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ. DWV ასევე გაგიწევთ კონსულტაციებს პროექტის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.ses-bonn.de. 

ქეთევან ქვლივიძე

პროექტის მენეჯერი
სენიორ ექსპერტთა სერვისის წარმომადგენელი

ქეთევან ქვლივიძე

+995-32-220 5767