Messe Frankfurt-ის გამოფენების კალენდარი იხილეთ აქ

მიაღწიეთ წარმატებას გამოფენების საშუალებით

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო გამოფენა აქ

Messe Frankfurt -ის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში

DWV არის მესე ფრანკფურტის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში

მესე ფრანკფურტი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ორგანიზაციას შესაძლებლობას აძლევს წარადგინოს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება საერთაშორისო ბაზარზე. მესე ფრანკფურტის გამოფენა ის ადგილია, სადაც მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ უშუალო კონტაქტი დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან. იგი წარმოადგენს მსოფლიოში უდიდეს ორგანიზაციას და აქვს წარმომადგენლობა მსოფლიოს 178 ქვეყანაში. მესე ფრანკფურტის მიერ ორგანიზებული გამოფენების წარმატება მისი თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია. 2.500-ზე მეტი მსოფლიო ექსპერტი უნიკალურს ხდის ფრანკურტის გამოფენებს.

გამოფენები ზედმიწევნით მზადდება, იგეგმება და ხორციელდება. მესე ფრანკფურტი უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. მას ჰყავს 50-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია და 28 შვილობილი კომპანია მსოფლიო მასშტაბით. მესე ფრანკფურტის გამოფენები ყოველ წელს საინტერესოა თავისი შინაარსითა და მასშტაბით.

მსოფლიო ლიდერი, მესე ფრანკფურტი, წლის განმავლობაში 30-ზე მეტ ქვეყანაში აწყობს გამოფენას. 2017 წელს Messe Frankfurt-ის ორგანიზებით გაიმართა 148  გამოფენა, აქედან 99 უცხოეთში ჩატარდა.

მესე ფრანკფურტის ორგანიზებით მოწყობილია საყოველთაოდ ცნობილი საერთაშორისო გამოფენები, როგორებიცაა: Consumer Goods&Leisure (ყოველდღიური მოხმარებისა და გართობა–დასვენებისთვის საჭირო საგნები), Ambiente (საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთების გამოფენა), Beautyworld (სილამაზის სამყარო), Christmasworld (შობის სამყარო) და Paperworld (ქაღალდის, საოფისე, საკანცელარიო და სადღესასწაულო ნივთების საერთაშორისო გამოფენა). აღნიშნული გამოფენები თავის სფეროში დიდ ზეგავლენას ახდენენ მსოფლიო ბაზარზე და მის ტენდენციებზე. ასევე დიდ ყურადღებას იმსახურებს ტექსტილების გამოფენა „Textiles & Textile Technology“. აგრეთვე აღსანიშნავია ტექნოლოგიებზე ორიენტირებული გამოფენები, როგორებიცაა: Technology & Production (ტექნოლოგია & პროდუქცია), Mobility & Infrastucture (მობილობა & ინფრასტრუქტურა) და საავტომობილო სექტორი: Automechanika, ასევე ისეთი სფეროები, როგორებიცაა ფრანკფურტის ცნობილი მუსიკისა და წიგნის გამოფენა (Musikmesse und Buchmesse) და მრავალი სხვა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.messefrankfurt.com

ზაირა სოლოევა

პროექტის უფროსი მენეჯერი,
მესე ფრანკფურტის წარმომადგენელი

ზაირა სოლოევა

+995-32-220 5767