კონტაქტი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში
რუსთაველის გამზირი №24, 0108 თბილისი

+995 32 220 5767
info(at)georgien.ahk.de

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება სომხეთში
მარშალ ბაგრამიანის გამზირი №18, 0019 ერევანი

+374 77 660 351
info(at)georgien.ahk.de

სამუშაო საათები:
ორშ. - ხუთშ.: 9 - 19 სთ
პარ.: 9 -16 სთ

 

 

ჩვენს შესახებ

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის გერმანიის შიდა და საგარეო სავაჭრო და სამრეწველო პალატების (AHK-/IHK) ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და 2016 წლის აპრილიდან დამოუკიდებელი იურიდიული გაერთიანების სახით სომხეთში. იგი წარმოადგენს იმ კომპანიათა და პარტნიორთა საწევრო ორგანიზაციას, რომლებიც გერმანულ-ქართულ/სომხურ ბიზნეს საქმიანობით არიან დაკავებულნი.

DWV 2007 წელს დაარსდა და იგი დღეისათვის 150-ზე მეტ წევრს ითვლის, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობენ. ის ასევე Messe Frankfurt - ის (www.messefrankfurt.com) და Senior Experten Service -ის (www.ses-bonn.de) ოფიციალური წარმომადგენელია. DWV-ს დირექტორის პოზიცია საქართველოში ExperTS -ის პროგრამის მხარდაჭერით ფინანსდება.

DWV-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე არის დოქტორი საშა ტერნესი (შპს ტერნეს უძრავი ქონების ფონდი). მმართველ საბჭოს ასევე მიეკუთვნებიან გიორგი ბათლიძე (BLC იურიდიული კომპანია), მიხაელ ჰამპელი (ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია) და დავით შენგელია (კაპაროლ ჯორჯია)გერმანიის საელჩო თბილისში DWV-ს მმართველი საბჭოს მრჩეველი წევრია. მმართველი საბჭოს საპატიო თავმჯდომარე არის გერმანელი მეწარმე, პროფ. დოქტ. კლაუს ჰიპი

DWV-ს მიზანია ხელი შეუწყოს გერმანიასა და საქართველოს/სომხეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დამყარებას და დაიცვას გერმანული ეკონომიკის ინტერესები საქართველოში/სომხეთში. გარდა ამისა, DWV ემსახურება გერმანულ ფირმებს და აქტიურ დახმარებას სთავაზობს ქართულ/სომხურ ბაზარზე შესვლასა და დამკვიდრებაში.