კონტაქტი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში
რუსთაველის გამზირი №24, 0108 თბილისი

+995 32 220 5767
info(at)georgien.ahk.de

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება სომხეთში
მარშალ ბაგრამიანის გამზირი №18, 0019 ერევანი

+374 77 660 351
info(at)georgien.ahk.de

სამუშაო საათები:
ორშ. - ხუთშ.: 9 - 19 სთ
პარ.: 9 -16 სთ

 

 

წევრების უპირატესობები

DWV გერმანული ფირმების არა მარტო წარმომადგენელი, არამედ მათთვის სხვადასხვა სერვისი მიმწოდებელიცაა საქართველოში/სომხეთში. ჩვენი სრული წევრები სარგებლობენ შეღავათიანი პირობებით, კვლევებით, ბიზნეს პარტნიორების შუამავლობით, პერსონალის მოძიებითა და სხვა მრავალი მომსახურეობით. DWV-ს სრულ წევრებს უფასოდ ვთავაზობთ შედარებით პატარა საბაზრო კვლევებს შესაბამისი მოსამზადებელი ვადით. გარდა ამისა, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება ასრულებს პლატფორმის როლს გერმანული და ქართული/სომხური კომპანიების ურთიერთობისათვის საქართველოში/სომხეთში, იქნება ეს DWV-ს მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმები, თუ არაოფიციალური ეკონომიკური შეხვედრები.

DWV-ს წევრობის უპირატესობები:

კავშირები და შეხვედრები

  • DWV სისტემატიურად ატარებს ეკონომიკურ ფორუმებსა და კონფერენციებს აქტუალურ თემებზე, გარდა ამისა სემინარებს, მრგვალ მაგიდებს, გამოფენებს და ასევე არაფორმალურ შეხვედრებს გაერთიანების წევრებთან.

  • სრულ წევრები სარგებლობენ შეღავათიანი ფასებით DWV-ს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებზე  

  • ჩვენ წელიწადში მინიმუმ სამჯერ ორგანიზებას ვუწევთ დელეგაციის ვიზიტს გერმანიიდან და მონაწილეობას ვიღებთ მრავალ სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ღონისძიებაში.

  • DWV არის სასტარტო ზოლი გერმანული ფირმებისთვის, რომლებსაც ეკონომიკურად გააქტიურება სურთ საქართველოში/სომხეთში.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მომსახურეობები

  • DWV ემსახურება გერმანულ ფირმებს. ჩვენი გაერთიანების სრული წევრები სარგებლობენ შეღავათიანი პირობებით, კვლევებით, ბიზნეს პარტნიორების შუამავლობით, პერსონალის მოძიებითა და სხვა მრავალი მომსახურებით. უფრო პატარა საბაზრო კვლევებს ვთავაზობთ DWV-ს სრულ წევრებს უფასოდ შესაბამისი მოსამზადებელი ვადის გათვალისწინებით.

  • DWV-ს ბიზნეს ბიულეტენი გაწვდით ყოველთვიურ ინფორმაციას ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი და საწარმოო სიახლეების შესახებ, გერმანულ ენაზე. ასევე გაწვდით ინფორმაციას აქტუალური ტენდერების შესახებ.

  • DWV-ს სრული წევრები უფასო დახმარებას იღებენ ქართულ/სომხურ და გერმანულ სახელმწიფო უწყებებთან  ურთიერთობის შემთხვევაში (მაგ. როგორიცაა გერმანიის საელჩო).

თქვენი საწარმოს მარკეტინგი

  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება გერმანული კომპანიების ბიზნეს მოთხოვნებს გადასცემს მის წევრ კომპანიებს. ჩვენ გაგვაჩნია პირდაპირი წვდომა გერმანელ ბიზნესმენებთან, მათ მოთხოვნებთან პროდუქტებისა და მომსახურების,ინვესტიციებისა და ფინანსური საბაზრო პროექტების შესახებ.

  • ჩვენი გაერთიანების სრული წევრები სარგებლობენ ერთმანეთის ფასდაკლებებით პროდუქციასა და მომსახურებაზე.

  • ჩვენს მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმებში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების სრულ წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროდუქტები გააცნონ სხვა წევრებს.

  • წევრ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, DWV-ს ბიზნეს ბიულეტენში გამოაქვეყნონ საკუთარი პროდუქციის და საწარმოს სიახლეები. ეს ბიზნეს ბიულეტენი ყოველთვიურად მიეწოდება 5000-ზე მეტ საქართველოთი/სომხეთით დაინტერესებულ მკითხველს.

DWV-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე არის დოქტორი საშა ტერნესი (შპს ტერნეს უძრავი ქონების ფონდი). მმართველ საბჭოს ასევე მიეკუთვნებიან დავით შენგელია (კაპაროლ ჯორჯია), გიორგი ბათლიძე (BLC იურიდიული კომპანია) და მიხაელ ჰამპელი (ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია). გერმანიის საელჩო თბილისშ DWV-ს მმართველი საბჭოს მრჩეველი წევრია. მმართველი საბჭოს საპატიო თავმჯდომარე არის გერმანელი მეწარმე, პროფ. დოქტ. კლაუს ჰიპი. 

ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, მხარი დაგიჭიროთ თქვენს ბიზნეს აქტივობებში საქართველოში/სომხეთში, ასევე თქვენი გაწევრიანებით გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებაში.

ზაირა სოლოევა

პროექტის უფროსი მენეჯერი,
მესე ფრანკფურტის წარმომადგენელი

ზაირა სოლოევა

+995-32-220 5767