HHLA-ის შვილობილი კომპანია Polzug Intermodal საქართველოს ბაზარზე ახალი სახელით წარსდგა

06.03.18 ჩვენი წევრების სიახლეები

HHLA-ს შვილობილი კომპანია Polzug Intermodal მიმდინარე წლის თებერვლიდან საქართველოში საქმიანობას ახალი სახელით - „HHLA Project Logistics” განაგრძობს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს სრულიად კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მათ შორის ავღანეთში. მძიმე ტვირთის გადაზიდვა, არაგაბარიტული და სპეციალიზებული მოთხოვნები წარმოადგენს კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის საგანს. კომპანია სპეციალიზდება საპროექტო ტვირთების სრულ დამუშავებაზე, მათ შორის საერთაშორისო და ლოკალურ გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობით.

HHLA Project Logistics-ს სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ფოთში, ხოლო წარმომადგენლობითი ოფისები - თბილისსა და ბაქოში.

„საქართველო და ფოთის პორტი ტრადიციულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს. სამომავლოდ ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტზე, რათა მნიშვნელოვანი ლოგისტიკური წვლილი შევიტანოთ ჩვენი მხრიდან“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი, ბატონი კორნელი ქორჩილავა.