Gebrüder Weiss 2017 წ. მის საერთაშორისო ქსელს აძლიერებს

02.03.18 ჩვენი წევრების სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა დაახლ. 65 მილიონამდე / ბრუნვაზე მიღებული იქნა 14 პროცენტიანი ნამატი / იზრდება მთლიანი E-Commerce (ელექტრონული კომერცია) და „სახლში მიწოდება“ („Home Delivery“).

ლაუტერახი, 2018 წლის 1 მარტი. საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კომპანიამ Gebrüder Weiss-მა გასული, 2017 წელი დაასრულა ბრუნვის 14 პროცენტიანი ნამატით. ამგვარად წინასწარი დათვლებით წმინდა ბრუნვა დაახლ. 1,55 მილიარდ ევროს შეადგენს. შედარებისთვის წინა წელს აღნიშნული შეადგენდა 1,36 მილიარდ ევროს. პოზიტიური ბალანსისათვის, გარდა დადებითი ეკონომიკური სიტუაციისა გადამწყვეტი იყო ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში რეგიონალური გაფართოება და ასევე სამხრეთ გერმანიაში კომპანიის მიერ განხორციელებული მომგებიანი შენაძენები. საერთო ჯამში Gebrüder Weiss-მა თავისი ქსელის გაფართოებაში 65 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და ამით წინა წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა გააორმაგა (2016: 32,7 მილიონი ევრო).

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.