ახალი ადვოკატები როდლი&პარტნიორებში

19.02.18 ჩვენი წევრების სიახლეები

შპს „როდლი & პარტნიორებს“ შემოუერთდა და სასამართლო დავების მიმართულებას უხელმძღვანელებს ადვოკატი, ბატონი გიორგი ყავლაშვილი, რომელსაც აქვს საერთო სპეციალიზაციით (სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული) ადვოკატობის 22 წლიანი სტაჟი. იგი  სასამართლო დავების უბადლო მცოდნე და სამოსამართლეო პრაქტიკის ექსპერტია. მას აქვს პატივი სხვადასხვა დროს წარმოედგინა სასამართლო დავებში უაღრესად მაღალი საჯარო პერსონები, მათ შორის ქვეყნის მეორე და მესამე პრეზიდენტი. გიორგი ყავლაშვილი წარმოადგენდა და წარმოადგენს ასევე ისეთ საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა ბრითიშ ამერიქან ტობაკო და ბი ფი ექსპლორეიშნ, ასევე საქართველოს უდიდეს  კომპანიებს:  მაგთიკომს, კოკა - კოლა ბოთლერზ ჯორჯიას და ჯორჯიან მანგანეზს. იგი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი და უნივერსიტეტ სდასუს სამართლის სკოლის დოქტორანტია. 

შპს „როდლი & პარტნიორებს“ ასევე შემოუერთდა იურისტი, ბატონი ირაკლი კლდიაშვილი, რომელიც მრავალი წელი საქართველოში წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის პროგრამას. მას  დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შექმნაში. ირაკლი 2003 წლის შემდეგ, სხვადასხვა დროს, იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექტორის, მინისტრის მოადგილისა და სასამართლო ექსპერტიზის დირექტორის თანამდებობებს. მას დამთავრებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა და იგივე სკოლის დოქტორანტია.  ირაკლი კლდიაშვილი უხელმძღვანელებს საკორპორაციო სამართლის მიმართულებას.

შპს  „როდლი & პარტნიორების“ განახლებული ჯგუფი   განსაკუთრებულ შესაძლებლობებს და საუკეთესო შედეგებს შესთავაზებს სრული სერვისით დაინტერესებულ პირებს, იმ განსაკუთრებულად მდიდარი პრაქტიკის და მრავალმხრივი გამოცდილების ხარჯზე, რომელიც კომპანიის  მოქმედ გუნდს გააჩნია.