კონტაქტი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში
რუსთაველის გამზირი №24, 0108 თბილისი

+995 32 220 5767
info(at)georgien.ahk.de

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება სომხეთში
მარშალ ბაგრამიანის გამზირი №18, 0019 ერევანი

+374 77 660 351
info(at)georgien.ahk.de

სამუშაო საათები:
ორშ. - ხუთშ.: 9 - 19 სთ
პარ.: 9 -16 სთ

 

 

ზოგადი ინფორმაცია გერმანიაში პროდუქციის იმპორტის შესახებ

გერმანიის ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან რეგულირდება საგარეო ვაჭრობის აქტით, საგარეო ვაჭრობის რეგულა­ციით, ევროპის საბჭოსა და კომისიის ლეგალური აქტებით. განსხვავებები დამოკიდებულია პროდუქციის სახეობაზე და ვაჭრობაზე სხვა ევროკავშირის ქვეყნებთან (შიდა ბაზარი) და მესამე ქვეყნებთან.

მესამე ქვეყნებიდან საქონლის იმპორტის დროს, მნიშვნელოვანია სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვები:

  • იმპორტის სატარიფო შეზღუდვები გამომდინა­რეობს საბაჟო კანონიდან და მოიცავს საბაჟო გადასახადს იმპორტირებულ საქონელზე.
  • არასატარიფო შეზღუდვები შეიძლება გამომდინარეობდეს საგარეო ვაჭრობის კანონიდან ან სხვა ლეგა­ლური წყაროებიდან.

იმპორტის შეზღუდვების საგარეო ვაჭრობის კანონი მოიცავს აკრძალვებს (მაგ. ემბარგო), ავტორიზაციის მოთხოვნას (მაგ. იმპორტის ავტორიზაციის მოთხოვნა გარკვეულ ტექსტილზე) და მონიტორინგის ზომებს (მაგ. დოკუმენტების მონიტორინგი რკინისა და ფოლადის პროდუქციის იმპორტის დროს).

საქონელი, რომელიც საგარეო ვაჭრობის კანონის მიხედვით ექვემდებარება ავტორიზაციას და მონიტორინგს, ასევე გარკვეულ პროცედურულ მოთხოვნებს, ჩამოთვლილია იმპორტის სიაში. ეს სია ინტეგრირებულია ელექტრონული საბაჟო ტარიფების სისტემაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://europa.eu/youreurope/business/expanding-business/doing-business-outside-eu/germany/index_en.htm