Messe Hamburg-ის გამოფენა INTERNORGA 2018

Events Germany GEO Download event
დასაწყისი:
09.03.2018 | 10:00
დასასრული:
13.03.2018 - 17:30
ადილი:
Messeplatz 1, 20357 Hamburg

2018 წლის 9-13 მარტს Hamburg Messe und Congress ქალაქ ჰამბურგში მართავს საერთაშორისო გამოფენას - INTERNORGA 2018, რომელიც უმასპინძლებს 1300-მდე მონაწილეს 25 ქვეყნიდან. დამთვალიერებელს საშაულება ექნება გაეცნოს პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს, უახლეს ტენდენციებსა და ინოვაციებს ჰორეკა მიმართულებით.

INTERNORGA 2018-ის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სასტუმროებისათვის, რესტორნებისათვის და სხვადასხვა სახის ღონისძიებებისათვის საჭირო მოწყობილობები და ავეჯი, სამზარეულოს ტექნიკური აღჭურვილობა, საკვები/სასმელი და ინოვაციური აპარატურები, საკონდიტრო და მაღაზიის ფურნიტურა, პროცესების მართვის და სალარო აპარატების სისტემები და სხვა.

გამოფენის ფარგლებშიგაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის საერთაშორისო კვებითი მომსახურების ფორუმი, სადაც ყოველწლიურად თავს იყრის 2000-ზე მეტი ექსპერტი. 

საერთაშორისო გამოფენა - INTERNORGA 2018 წარმოადგენს ცენტრალურ პლატფორმას ახალი კონტაქტებისა და პარტნიორების მოძიებისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.internorga.com

Directions