DWV ტრენინგი: HR-მენეჯერის როლის ევოლუცია - გზა ადმინისტრატორიდან მენეჯერამდე

Rueckblick GEO Download event
დასაწყისი:
06.03.2018 | 10:00
დასასრული:
- 18:30
ადილი:
კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ოთარ ჩხეიძის ქ. 5, თბილისი

2018 წლის 6 მარტს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა პროფესიული ტრენინგი თემაზე - HR-მენეჯერის როლის ევოლუცია - გზა ადმინისტრატორიდან მენეჯერამდე. ტრენინგს უძღვებოდნენ DWV-ს წევრი კომპანიის, C-team Management Consulting-ის ხელმძღვანელი, სალომე არღვლიანი და მმართველი პარტნიორი, დავით ქარდავა. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ასპექტებს და სიმულაციებს ორგანიზაციაში რეკრუტინგის, კადრების განვითარების, მართვისა და ეფექტური, ინოვაციური სამოტივაციო სისტემების შესახებ. ამასთანავე, ტრენერებმა ვორქშოფის მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილება ორგანიზაციებში კადრების შერჩევის, შეფასებისა და განვითარების ინსტრუმენტების შესახებ. ტრენინგის ფარგლებში, ასევე, განხილული იყო საკვანძო ინდიკატორების სისტემა, როგორც კადრების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.