DWV ტრენინგი: წარმოების და ჰიგიენისა სანიმუშო პრაქტიკა GMP&GHP

Rueckblick GEO Download event
დასაწყისი:
21.02.2018 | 10:00
დასასრული:
- 17:30
ადილი:
კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ოთარ ჩხეიძის ქ. 5, თბილისი

2018 წლის 21 თებერვალს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „წარმოების და ჰიგიენისა სანიმუშო პრაქტიკა GMP&GHP“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სურსათის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები. ტრენინგზე Star Consulting-ის ხელმძღვანელმა და სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ეკატერინე ბურკაძე დამსწრეებს გააცნო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის მოთხოვნები და გაუზიარა პრაქტიკული რჩევები ისეთ თემებზე, როგორებიცაა სურსათის საფრთხეები, ტემპერატურული რეჟიმები, წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა, პერსონალის პირადი ჰიგიენა და ქცევის წესები. ტრენინგის მეორე ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული HACCP სისტემის პრინციპებზე და მისი დანერგვის უპირატესობებზე სურსათის მწარმოებელ კომპანიებში ფიზიკური, ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Directions