DWV ტრენინგი: "ვინ აკაკუნებს კარზე - ანუ ციფრული მარკეტინგი"

Rueckblick GEO Download event
დასაწყისი:
27.09.2017 | 10:00
დასასრული:
- 17:00
ადილი:
ჯეპრას კომპეტენციის ცენტრი, ალექსიძის ქ. 3.

გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრასთან ერთად გამართა ერთდღიანი პროფესიული ტრენინგი: „ვინ აკაკუნებს კარზე - ანუ ციფრული მარკეტინგი“

ტრენინგის ძირითად თემებს წარმოადგენდა შესავალი სოციალურ მედიასა და ქსელებში, ძირითადი პრინციპები, პლატფორმები და მათი გამოყენების თავისებურებანი. პროგრამის ფარგლებში განხილული იყო ასევე, მარკეტინგული მოდულები, მესიჯბოქსების მართვა, ცნობადობის ამაღლების ინსტრუმენტები, უშუალოდ კამპანიის წარმოების პროცესი და შედეგის გაზომვის მექანიზმები. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ მოდულს, სადაც მონაწილეებმა შეიმუშავეს პირობითი საკომუნიკაციო მატრიცა ციფრული პლატფორმისთვის.

ტრენინგს უძღვებოდნენ ჯეპრას სოციალური მედიის მენეჯერი და სოციალური მედიის პროექტებსა და აქტივობებში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტი, ზურაბ ბალანჩივაძე და ჯეპრას თანამედროვე ტენდენციების და ინოვაციების მიმართულების მკვლევარი, ლაზარე გვიმრაძე.