DWV-სა და Siegel-ის ერთობლივი ტრენინგი: კატეგორიების მართვა შესყიდვებში

Rueckblick GEO Download event
დასაწყისი:
02.10.2017 | 10:00
დასასრული:
- 17:00
ადილი:
CTC - Consulting and Training Center, ოთარ ჩხეიძის ქ. 5, 0177 თბილისი

გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ შვეიცარულ კომპანია Siegel Human Resource International-ის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გამართა ერთდღიან პროფესიულ ექსპრეს კურსი: კატეგორიების მართვა შესყიდვებში

ექსპრეს კურსის ფარგლებში განხილულ იქნა შესყიდვების კატეგორიების მართვა და მისი ძირითადი ამოცანები, შესყიდვების დაყოფა სამუშაო კატეგორიებად, ხარჯების ანალიზის ჩატარება ისტორიულ მონაცემებზე და სამომავლო გეგმებზე დაყრდნობით, ბაზრისა და რისკების ანალიზის ჩატარება, კატეგორიებისთვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მიზნების განსაზღვრა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ექსპრეს კურსის ბოლოს მონაწილეებმა ტესტირების საფუძველზე შეაფასეს ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა.

ექსპრეს კურსს უძღვებოდა შესყიდვების სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტი, შესყიდვების კონსულტანტი, ბიზნეს ტრენერი, Siegel HR-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და კავკასიის რეგიონში - თამარ ახსიაშვილი.

კომპანიების მხრიდან მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ტრენინგი დამატებით გაიმართება 10 ოქტომბერს. დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.