სენიორ ექსპერტთა სერვისი (SES)

„სენიორ ექსპერტთა სერვისი“ (SES) წარმოადგენს გერმანიის ინდუსტრიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდს (Stiftung der deutschen Wirtschaft für internationale Zusammenarbeit). ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც გერმანელ ექსპერტებს აგზავნის გერმანიისა და სხვა ქვეყნების კომპანიებში კონსულტირებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ექსპერტები უსასყიდლოდ უტარებენ ტრენინგს სპეციალისტებსა და მენეჯერებს – ეს არის სისტემა, რომელიც მომგებიანია მისი ყველა წარმომადგენლისათვის.

12 000-ზე მეტი ექსპერტით 50-ზე მეტ დარგში SES 160-ზე მეტ ქვეყანაშია აქტიური, მათ შორის საქართველოში 1994 წლიდან. 2016 წლამდე აქ წარმატებით განხორციელდა 355 საექსპერტო საქმიანობა.

DWV 2013 წლიდან არის SES-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ექსპერტებთან მოლაპარაკებისა და კოორდინაციის საკითხებში. SES-ის შემოთავაზება მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მრეწველობასა და ხელობაში, ასევე, ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს საქართველოში, მისცეს შესაძლებლობა ისარგებლონ ექსპერტთა ცოდნითა და გამოცდილებით.

გსურთ მონაწილეობა SES-ის პროგრამაში?

DWV მხარს დაგიჭერთ ამ საკითხში. ქალბატონი ქეთევან ქვლივიძე ნებისმიერ დროს უპასუხებს თქვენს კითხვებს საქართველოში SES- ის თემის შესახებ, ასევე ხარჯების, დაფინანსების შესაძლებლობებისა და ექსპერტის მოწვევის ორგანიზების შესახებ. 

ქეთევან ქვლივიძე

პროექტის მენეჯერი
სენიორ ექსპერტთა სერვისის წარმომადგენელი

ქეთევან ქვლივიძე

+995-32-220 5767