ეძებთ სათანადო ტრეინინგებს თქვენი თანამშრომლებისათვის ან ინფორმაციას კონკრეტულ სფეროში?

იმისათვის, რომ ფეხი აუწყოთ თანამედროვე ტენდენციებსა და ინოვაციებს, DWV რეგულარულად გთავაზობთ სემინარებს. ჩვენს წევრებთან და პარტნიორებთან, ასევე, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, DWV მოგაწვდით ინფორმაციას ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • გადასახადები/საგადასახადო სამართალი
  • მრეწველობასთან დაკავშირებული სპეციფიკური ინფორმაცია და ტრენინგები
  • თანამშრომელთა სწავლებისა და ლიდერობის სემინარები

სემინარები დაკვეთით

გარდა აღნიშნული სემინარებისა, DWV გთავაზობთ თქვენს მოთხოვნაზე მორგებული სემინარების თქვენს კომპანიაში ჩატარებას. ინდივიდუალურად თქვენთვის ან სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აღნიშნული სემინარები ბევრ უპირატესობას გთავაზობთ: მოგვანდეთ სასწავლო სემინარების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება და დაზოგეთ დრო და ხარჯები.

მოხარული ვიქნებით წარმოგიდგინოთ ინდივიდუალური შემოთავაზება, რომელიც მორგებული იქნება თქვენს სურვილებზე.