კონტაქტი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში
რუსთაველის გამზირი №24, 0108 თბილისი

+995 32 220 5767
info(at)georgien.ahk.de

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება სომხეთში
მარშალ ბაგრამიანის გამზირი №18, 0019 ერევანი

+374 77 660 351
info(at)georgien.ahk.de

სამუშაო საათები:
ორშ. - ხუთშ.: 9 - 19 სთ
პარ.: 9 -16 სთ

 

 

ადამიანური რესურსების სერვისი

ეძებთ თანამშრომლებს საქართველოში?

ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, დაგეხმაროთ შესაფერისი კანდიდატების მოძიებაში პერსონალის მიზანმიმართული ძებნის ან ჩვენი ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზების საშუალებით.

სამუშაოს ძიებისა და ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზა

განმცხადებლების მუდმივად განახლებულ რეზიუმეებს

  • 5 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებითა და
  • გერმანული ენის კარგი ცოდნით

იპოვით ჩვენი ვაკანსიების სისტემაში

ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზა

ისარგებლეთ ჩვენი ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზით! აქ ჩვენ ვინახავთ იმ ხალხთა რეზიუმეებს, რომელთაც

  • მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ
  • საქართველოს მოქალაქეები არიან და ძალიან კარგად ფლობენ გერმანულ ენა ან 
  • გერმანიის მოქალაქეები არიან, საქართველოში ცხოვრობენ და ძალიან კარგად ფლობენ ქართულ ენას.

ჩვენს მონაცემთა ბაზებში გვყავს შემდეგი სფეროების სპეციალისტები: ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ინჟინერია, მენეჯმენტი, ფინანსები, სასტუმრო, IT, სამართალი, პატენტები, მარკეტინგი, კვლევა და განვითარება, გაყიდვები და ტურიზმი.

მოხარულნი ვიქნებით, გამოგიგზავნოთ მოთხოვნილი კანდიდატების რეზიუმეები.

თუ თქვენ განმცხადებელი ხართ და ზემოთ აღნიშნულ პირობებს აკმაყოფილებთ, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჩვენი კითხვარი აქ. შევსებული კითხვარი გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs(at)georgien.ahk.de.

პერსონალის ინდივიდუალური ძიება

გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვთავაზობთ კომპანიებს პერსონალის მიზნობრივ მოძიებას. ეს პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

1. პროფილის შექმნა
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დეტალურად გაგესაუბრებით თქვენი კომპანიის, პროდუქტისა და საჭიროებების შესახებ საქართველოში. ჩვენ ერთად შევქმნით თქვენთვის სასურველი კანდიდატის პროფილს საქართველოში. 

2. განცხადების განთავსება
განსაზღვრული კანდიდატის პროფილის საფუძველზე, ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე განვათავსებთ განცხადებას ქართულ, გერმანულ ან ინგლისურ ენაზე (თქვენთან კონსულტაციის გავლის შემდგომ)

3. შეფასება
ჩვენ შევაგროვებთ და შევაფასებთ შემოსულ აპლიკაციებს. შესაფერის აპლიკანტებს მოვიწვევთ პერსონალურ გასაუბრებაზე.

4. პერსონალური გასაუბრება
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვატარებთ პერსონალურ გასაუბრებებს 5 შესაბამის აპლიკანტთან.

5. შეჯამება
საბოლოო ანგარიშში ჩვენ წარმოგიდგენთ ყველა გამოკითხულ კანდიდატს, მათი რეზიუმეებითა და ჩვენი შეფასებებით. ანგარიშს მიიღებთ ელ-ფოსტის საშუალებით, pdf ფორმატში.

6. ერთობლივი გასაუბრებები
თქვენთან ერთად ოფისიდან ჩავატარებთ ერთობლივ გასაუბრებას შესაფერის კანდიდატებთან.

ერთ ან მეტ კანდიდატთან წარმატებული მოლაპარაკების შემთხვევაში, თქვენ დაგეკისრებათ გადასახადი. პერსონალის ძებნის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. 

მარია ბრეგაძე

მარია ბრეგაძე

პროექტის მენეჯერი

მარია ბრეგაძე

+995-32-220 57 67

 

 

ხართ შესაბამისი კანდიდატი ჩვენი მონაცემთა ბაზისათვის?

კითხვარი კონკურსანტებისათვის