დაინტერესებული ხართ ქართულ ბაზარზე შესვლით და ამის შესაძლებლობები არ გაქვთ?

დასაქმებულთა სამუშაო დროის შეთავაზებით, DWV გთავაზობთ მცირე და საშუალო გერმანულ კომპანიებს ქართულ ბაზარზე გამარტივებული შესვლის საშუალებას. ამ ექსკლუზიური მომსახურების ფარგლებში, ჩვენ სამუშაო კვირის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის სამუშაო საათების თქვენთვის გამოყოფას.

თქვენი უპირატესობები: ისარგებლეთ ჩვენი ქართული, ადგილობრივი ბიზნეს კულტურის ცოდნით, ასევე ჩვენი გუნდის მრავალენოვნობით, ცოდნითა და მრავალწლიანი გამოცდილებით საქართველოში გერმანული კომპანიების მხარდაჭერისა და კონსულტაციების კუთხით. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, დაზოგოთ პერსონალის მოძიებასა და ოფისის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები. ამის მაგივრად, თქვენ შეგიძლიათ მთლიანად კონცენტრირდეთ თქვენი კომპანიის მთავარ კომპეტენციებზე.

ჩვენი მიზანია, თქვენი ქართულ ბაზარზე წარმატებით შემოსვლის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, DWV გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც მორგებულია თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ჩვენს თანამშრომელთა სამუშაო დროის  ფარგლებში.

თქვენთან შეთანხმების შესაბამისად მოხდება:

  • ვირტუალური ბიზნეს მისამართითა და ელ-ფოსტით უზრუნველლყოფა
  • სატელეფონო საუბრების წარმოება და კორესპონდენციის გადაგზავნა
  • ადგილმდებარეობის ანალიზი და სექტორისათვის დამახასიათებელი ინფორმაციის მოძიება
  • ბიზნეს პარტნიორებთან დაკავშირებაში დახმარება (პოტენციური პარტნიორების წინასწარი შერჩევისა და შეფასების ჩათვლით)  
  • მივლინების დაგეგმვა, მხარდაჭერა და ორგანიზება.


DWV-ს სახით თქვენ გეყოლებათ საიმედო პარტნიორი და წვდომა გექნებათ მის ქსელთან.

აღნიშნული მომსახურების ფასი დამოკიდებულია თქვენს კონკრეტულ მოთხოვნაზე. მოხარული ვიქნებით, მოგაწოდოთ ინდივიდუალური შემოთავაზება თქვენი მოთხოვნის საფუძველზე.