კონტაქტი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში
რუსთაველის გამზირი №24, 0108 თბილისი

+995 32 220 5767
info(at)georgien.ahk.de

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება სომხეთში
მარშალ ბაგრამიანის გამზირი №18, 0019 ერევანი

+374 77 660 351
info(at)georgien.ahk.de

სამუშაო საათები:
ორშ. - ხუთშ.: 9 - 19 სთ
პარ.: 9 -16 სთ

 

 

კონსულტაცია ბაზრის შესახებ

აპირებთ საქართველოში აქტიური საქმიანობის წამოწყებას?

DWV  სთავაზობს ინდივიდუალურ კონსულტაციებს იმ გერმანულ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ბაზრით.

გარდა თქვენს ინდივიდუალურ კითხვებზე პასუხის გაცემისა, ჩვენ მოგაწვდით  ყოვლისმომცველ, დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე რეგისტრაციის პროცედურების, ნებართვების, ტარიფების შესახებ და სხვა.

გარდა ამისა, თქვენი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ უზრუნველვყოფთ კონსულტანტებისა და საკონტაქტო პირების ჩართვას.

ზემოთ აღნიშნული მომსახურება ასევე ვრცელდება ქართულ კომპანიებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გერმანული ბაზრით.

ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული პირველადი კონსულტაცია უფასოა.

მსგავს კონსულტაციებს ვთავაზობთ კომპანიებს ასევე სხვა გერმანულენოვანი ქვეყნებიდან, მაგალითად ავსტრიიდან და შვეიცარიიდან. ჩვენი მრავალენოვანი გუნდი (ქართული, გერმანული, ინგლისური, რუსული) სიამოვნებით დაგეხმარებათ თქვენი პროექტების განხორციელებაში საქართველოში.

შეხვედრის დასანიშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.