გსურთ საქართველოში საქმიანობა საკუთარი ოფისის გარეშე?

ვირტუალური ოფისის შემოთავაზებით, ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, საქართველოში განახორციელოთ საქმიანობა საკუთარი ოფისის მოწყობის გარეშე. DWV-ს გუნდი თქვენს განკარგულებაშია. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, თქვენ ისარგებლებთ შემდეგი სერვისებით:

  • იურიდიული მისამართი თბილისში
  • ტელეფონი და ელ.ფოსტა
  • კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იურისტებთან და ა.შ.
  • მარკეტინგული კამპანია

გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სამუშაო ადგილითა და ოფისის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა.

თქვენი უპირატესობები: ისარგებლეთ ჩვენი კვალიფიციური გუნდის მომსახურებით, რომელიც მოხარული იქნება, დაგეხმაროთ ქართველ ბიზნეს პარტნიორებთან და ოფიციალურ ორგანოებთან კომუნიკაციაში. გარდა ამისა, ისარგებლეთ ჩვენი ოფისის ხელსაყრელი ადგილმდებარეობით და გამოიყენეთ ის, როგორც თქვენი ოფისის ფიზიკური მისამართი საქართველოში.

გარდა ამისა, DWV საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ თავისი გუნდის სამუშაო დროით. ამ სერვისით, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენთვის სამუშაო დროის გამოყოფას. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებთ აქ.

სერვისის ფასი დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე. მოხარული ვიქნებით, მოგაწოდოთ ინდივიდუალური შემოთავაზება.