ბიზნეს პარტნიორის მოძიება

ეძებთ ბიზნეს პარტნიორს საქართველოში?

ბიზნეს ასოციაციებთან და სხვა ორგანიზაციებთან კავშირების მეშვეობით, ასევე, ჩვენი კვლევითი ჯგუფის მრავალწლიანი მარკეტინგული გამოცდილების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ შესაფერისი ბიზნეს პარტნიორის პოვნაში.

ჩვენს მიერ თქვენთვის პარტნიორის ძიების პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

1.    საჭიროებათა შეფასება
უპირველესად, ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ თქვენს სურვილზე საქართველოში კონკრეტული ბიზნეს პარტნიორის შესახებ, თქვენს კომპანიასა და პროდუქტზე. ამ ეტაპზე, ჩვენ ასევე გთავაზობთ კითხვარის შევსებას თქვენი პოტენციური პარტნიორის პროფილის შესახებ.

2.    კვლევა
პარტნიორის წინასწარ განსაზღვრული პროფილის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ სავარაუდო პარტნიორები საქართველოში ოფისიდან, რის შემდეგაც თქვენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებთ სიას PDF ფორმატში. ამგვარად, თქვენ წარმოდგენა შეგექმნებათ თქვენი შესაძლო პარტნიორების პროფილის შესახებ და საშუალება გექნებათ შეარჩიოთ მათგან რამდენიმე შესაფერისი კანდიდატი.

3.    პოტენციურ პარტნიორთან დაკავშირება
თქვენი სურვილის გათვალისწინებით, ჩვენ დავუკავშირდებით კვლევის ფარგლებში შერჩეულ პოტენციურ პარტნიორებს და გავესაუბრებით მაქსიმუმ 5 კომპანიას სტანდარტული კითხვარის საშუალებით. გასაუბრებები, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ჩატარდება პერსონალურად, სხვა შემთხვევაში ტელეფონის საშუალებით.

4.     ანგარიში
საბოლოო ანგარიშში წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგები. თქვენ მიიღებთ ინფორმაციას პოტენციური პარტნიორების შესახებ და ჩატარებული გასაუბრებების აღწერას. ანგარიში გამოგეგზავნებათ ელ.ფოსტის საშუალებით  PDF ფორმატში.

ზემოთ აღნიშნული მომსახურება ასევე ვრცელდება ქართულ კომპანიებზე, რომლებიც დაინტერესებული არიან გერმანულ ბაზარზე პარტნიორების მოძიებით. 

ბიზნეს პარტნიორის მოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციით დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.