სატენდერო მომსახურება

დაინტერესებული ხართ საქართველოში ტენდერში მონაწილეობით და გჭირდებათ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია?

DWV-ს გუნდი (ქართულ-, გერმანულ-, რუსულ- ან/და ინგლისურენოვანი) უპასუხებს თქვენს კითხვებს ტელეფონის საშუალებით ტენდერების სპეციფიკასთან დაკავშირებით:

  • ტექნიკური დეტალების დაზუსტება (ქართულ ტექსტში)
  • სატენდერო ტექსტის ზეპირსიტყვიერი თარგმანი
  • მონაწილეობის პირობების დაზუსტება (დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე)

ძირითადი კითხვების დაზუსტება (10 წუთამდე სატელეფონო საუბარი) უფასოა.

გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ტენდერში www.procurement.gov.ge-ზე?

ჩვენ ოფისიდან გაგიწევთ დახმარებას ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგს:

  • ტექნიკური დეტალების დაზუსტება (ქართული ტექსტიდან)
  • კითხვებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად სატენდერო ოფისებთან დაკავშირება ტელეფონის საშუალებით
  • ტენდერის ტექსტისა და შეთავაზების თარგმნა
  • მონაწილეობის პირობების დაზუსტება
  • თქვენი კომპანიისათვის დახმარების გაწევა სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვების სისტემაში დასარეგისტრირებლად
  • გადახდის პროცედურაში დახმარება
  • შუამდგომლობა სატრანსპორტო კომპანიებთან
  • იმპორტის ტარიფების დაზუსტება
  • შეფუთვის წესების დაზუსტება
  • საჭიროების შემთხვევაში, თქვენი კომპანიის შეთავაზებისა და დოკუმენტაციის გადაგზავნა, ნოტარიულად თარგმნითა და დამოწმებით. 

გჭირდებათ დახმარება თქვენი შეთავაზების წარსადგენად?
მოხარული ვიქნებით, დაგეხმაროთ აღნიშნულ საქმეში. ისარგებლეთ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე გუნდის მხარდაჭერით, რომელმაც კარგად იცის ადგილობრივი ნოუ-ჰაუ.

თქვენი უპირატესობები: ჩვენი მრავალენოვანი გუნდი (ქართული, გერმანული, რუსული, ინგლისური) სიამოვნებით დაგეხმარებათ თქვენი პროექტის განხორციელებაში საქართველოში. ჩვენი გამოცდილი გუნდი, ასევე, დაგეხმარებათ ტენდერისთვის საჭირო დოკუმენტების ჩაბარებასა და მასში მონაწილეობის მიღებაში.

სატენდერო მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.